სმოლენსკის ავიაკატასტროფის მიზეზი ცნობილია – არც პილოტს, არც ვინმე მოქმედ პირს, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, არ გამოუწვევია ეს ტრაგედია

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული ლაბორატორიის კვლევის მიხედვით, დადასტურდა, რომ კომისიის თეზისი თვითმფრინავზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ სიმართლეს შეესაბამება.
აღნიშნული თეზისი კომისიის თავმჯდომარემ, ანატოლი მაცერევიჩმა დაადასტურა.
“არც პილოტს, არც ვინმე მოქმედ პირს, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, არ გამოუწვევია ეს ტრაგედია. ინციდენტის მიზეზი აფეთქებაა. დღეს უკვე, ბრიტანეთის დახმარებით, ჩვენ ეს ზუსტად ვიცით. ჩვენ ვერ ვიძლევით აფეთქების კვალიფიკაციას. სავარაუდოდ, ვიცით, რომ აფეთქებაში ტრინიტროტოლუოლი არის გარეული, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ამ აფეთქების ზუსტი ფორმულა”, – აცხადებს მაცერევიჩი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ავიაკატასტროფა რუსეთში, სმოლენსკის რაიონში, 2010 წლის 10 აპრილს მოხდა. კატასტროფას 96 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები