პენტაგონმა მექსიკასთან კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა
ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ ორ კომპანიასთან, თითქმის, მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა მექსიკასთან კედლის ასაშენებლად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად პენტაგონის პრესსამსახური ავრცელებს.
789 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი ტეხასურმა კომპანია “SLSCO Ltd”-მა მიიღო. ეს თანხა ნიუ მეხიკოს შტატში, ქალაქ სანტა ტერეზაში ღობის ასაშენებლად არის განკუთვნილი. მეორე, 187 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანია “Barnard Construction Co. Inc”-ს ერგო. ის კედელს შტატ არიზონაში, ქალაქ იუმას რაიონში ააგებს.
სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომას დასრულდება.