დათა ახალაიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დათა ახალაიას სამშობლოში ექსტრადირებაზე საბერძნეთის სასამართლო დღეს იმსჯელებს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის პროცესი ქალაქ პატრასში გაიმართება.
სასამართლომ გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ, შესაძლოა, კვირის ბოლომდე მიიღოს. ახალაიას ბერძენი ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბერძნული კანონმდებლობის შესაბამისად, კიდევ ერთი მოსმენა გაიმართება.
მისივე თქმით, სავარაუდო ექსტრადირების შემთხვევაში, ასევე ბერძნული კანონმდებლობით, ექსტრადირების სისრულეში მოსაყვანად მთელი რიგი პროცედურებია საჭირო.
ყოფილი მაღალჩინოსნის პროცესს ახალაიას თანაგუნდელი, დეპუტატი აკაკი მინაშვილიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები