მადურო “წითელი ჯვრისგან” დახმარების მიღებას დათანხმდა
ვენესუელის ხელისუფლება თანახმაა, მიიღოს დახმარება “წითელი ჯვრისგან”. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო სოციალურ ქსელში წერს.
“ვადასტურებთ მზაობას, მოვამზადოთ თანამშრომლობის მექანიზმი საერთაშორისო დახმარებისა და მხარდაჭერისთვის”, – წერს მადურო.
მადურომ “წითელი ჯვრის” დელეგაციასთან მოლაპარაკებას “პროდუქტიული” უწოდა. აღნიშნული დელეგაცია ვენესუელაში 6 აპრილიდან იმყოფება და ვიზიტს დღეს ასრულებს.