ალბანეთში შეიარაღებულმა პირებმა თვითმფრინავიდან მილიონობით ევრო გაიტაცეს

ალბანეთში, ქალაქ ტირანას აეროპორტში, “კომუფლაჟით” შემოსილი შეიარაღებული ხალხი ავსტრიული ავიახაზის კომპანიის თვითმფრინავს თავს დაესხა და რამდენიმე მილიონი ევრო გაიტაცა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТАСС” ავრცელებს.
აღსანიშნია, რომ, ინციდენტის ადგილიდან გაქცევის დროს, დამნაშავეებსა და ადგილობრივ პოლიციელებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა.
სამართალდამცველებმა ერთის ლიკვიდაცია ადგილზე განახორციელეს. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
პოლიციის ინფორმაციით, მძარცველი სამი იყო. ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე სპეცსამსახურების შესასვლელიდან მოხვდნენ და ფული საბარგო განყოფილებიდან მოიპარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები