თელავში, უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია.
​არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
​დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
​როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები