პროკურატურასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა (ფოტო)

თბილისში, ორთაჭალაში, გენერალურ პროკურატურასთან, მამაკაცმა სხეულზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სახანძრო მანქანა. თუ რა გახდა თავის დაწვის მცდელობის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები