რუსთავი-თბილისის ავტობანზე სატვირთო ავტომანქანა ამობრუნდა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე სატვირთო ავტომანქანა ამობრუნდა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ავარიის შედეგად მანქანის მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის, ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები