მაღაზია „სპარიდან“ ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2 პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ხ. და 1998 წელს დაბადებული ნ.ჭ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მაღაზიათა ქსელ „სპარის“ გორის ფილიალში შეაღწიეს, ფარულად დაეუფლნენ ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები