“კანონიერი ქურდი”, ასლან ქობულაძე რუსეთიდან დაადეპორტეს

53 წლის “კანონიერი ქურდი”, ასლან ქობულაძე – იგივე ასლან “ბატუმსკი” – რუსეთიდან თურქეთში სამუდამოდ გამოადეპორტეს.
საინფორმაციო სააგენტო “Прайм Крайм”-ის ცნობით, ის მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში სამართალდამცავებმა მიიყვანეს.
შს მინისტრის გადაწყვეტილებით, ქობულაძე ვერასდროს შეძლებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას.
საქართველოში ძებნილმა “კანონიერმა ქურდმა” რუსეთის ციხეში 6 წელი და 10 თვე გაატარა.
გათავისუფლების შემდეგ კი ის 13 თვის განმავლობაში არალეგალი მიგრანტების სადეპორტაციო ცენტრში იმყოფებოდა. გამოცემის თანახმად, ქობულაძე თურქეთში იმის გამო გააძევეს, რომ საქართველომ მისდამი ინტერესი არ გამოიჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები