ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები2019 წლის 9 ივნისს დაინიშნა. ამის შესახებ დღეს სატელევიზიო მიმართვაში სახელმწიფოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ისაუბრა.
“ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია ნურსულთან ნაზარბაევთან, პარლამენტის ორი პალატის სპიკერებთან და პრემიერ-მინისტრთან განვიხილე. შევათანხმე ჩემი გადაწყვეტილება, ასევე, საკონსტიტუციო კრებასთან და შევხვდი საპარლამენტო პარტიების ლიდერებს. ვადამდელი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო”, – განაცხადა ტოკაევმა.
​ტოკაევის თქმით, ის სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების გარანტიას იძლევა. მან შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები