ამერიკის შს მინისტრის შემდეგ, თანამდებობას ტრამპის დაცვის უფროსიც ტოვებს

ამერიკის საიდუმლო სამსახურის უფროსი, რენდოლფ ალლესი, მაისში თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან “თეთრ სახლში” განაცხადა. უწყება, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ძირითად საქმიანობასთან ერთად, სახელმწიფოს პირველ პირებსაც იცავს. ის შს სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რომლის ხელმძღვანელმა, კირსტენ ნილსონმა, გუშინ თანამდებობა დატოვა.
რენდოლფ ალლესი ამერიკის საიდუმლო სამსახურს 2017 წლის 25 აპრილიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები