საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VII კონკურსი გაიხსნება
10 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VII კონკურსი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნოებს, გალა-კონცერტში მონაწილეობენ გასული კონკურსების ლაურეატები: თამარ ლიჩელი, მარიკა მაჩიტიძე, ქეთევან როინიშვილი, ვატო ჟორდანია, ანა ყიფიანი, ლევან ცხადაძე და დავით ხრიკული.
შესრულდება: მოცარტის, შარპენტიეს, ჯამპიერის, სარასატეს, კონესონის და შოპენის ნაწარმოებები.