გატაცებული ბავშვი ფეისბუქის საშუალებით იპოვნეს
ახლადდაბადებული ვიქტორია მშობლებს 4 ახალგაზრდა გოგონას მეშვეობით დაუბრუნდა. გოგონებმა ფეისბუქში ბავშვის გატაცებს თაობაზე განცხადება ნახეს და მისი მოძებნა გადაწყვიტეს. ჩვილი ქალაქ მონრეალის სამშობიაროდან გაიტაცეს. “გუშინ ყველაზე საშინელი რამ განვიცადეთ, რაც კი ცხოვრებაში შეიძლება მომხდარიყო“, – დაწერა ბავშვის დედამ ფეისბუქის გვერდზე.
პროვინცია კვებეკის პოლიციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ორშაბათს, დაახლოებით 19.00 მედდის ფორმაში ჩაცმული ქალი სამშობიარო განყოფილებაში შევიდა და ბავშვი გაიტაცა. პოლიციელებმა იმის შესახებაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბავშვი წითელი “ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გაიტაცეს.
“მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დიდი დახმარება გაგვიწიეს გამტაცებლის ფოტოს გავრცელებაში. იგი სასწრაფოდ გავრცელდა ტელეეკრანებზეც და ფეისბუქშიც. ამიტომ კეთილმა ადამიანებმა დროულად შესძლეს ინფორმაციის მოწოდება“, – განაცხადა პოლიციის სერჟანტმა. გამტაცებელი კი 3 საათის შემდეგ ოთხმა გოგონამ შენიშნა, რომელთაც მისი ფოტო ფეისბუქზე ჰქონდათ ნანახი და მაშინვე პოლიციას გამოუძახეს.