სკოლის მოსწავლეები შსს-ს აკადემიას ესტუმრნენ
შს სამინისტროს აკადემიას ხაშურის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ. სტუმრობა პროექტის – „ერთად მოზარდთა უსაფრთხო მომავლისათვის“ ფარგლებში გაიმართა. მოსაწავლეები და პედაგოგოები აკადემიაში პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას გაეცნენ და დაესწრნენ პრეზენტაციას – „სწავლება აკადემიაში“. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები მოინახულეს.
შსს-ს აკადემიასა და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მოსწავლეებისათვის პერიოდულად ეწყობა საგანმანათლებლო ექსკურსიები. აღნიშნული სახის ვიზიტები მოზარდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და ამ გზით არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას ემსახურება.