თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ლ.მ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7,768.58 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები (წონა 6,3 კგ.) გამოავლინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, 7,768.58 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები