შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. როგორც ოფიციალური ბაქო აცხადებს, ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს და აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა იერიში მოიგერიეს. დაღუპულია რამდენიმე სომეხი სამხედრო. მსხვერპლია აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორისაც.
არსებული ინფორმაციით, სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ფიზულის რაიონში მოხდა, რომელიც მთიანი ყარაბაღის მიერ კონტროლდება. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალები სადავო ტერიტორიის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს იწყებენ.