ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით, რუსთავში 1 პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში  ნასამართლევი გ.ს. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.  დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის   შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე,  სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.
კლინიკის მფლობელი გამომძალველს სხვადასხვა ოდენობის თანხას სისტემატურად უხდიდა, მიმდინარე წლის თებერვალში კი მან დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.
პოლიციამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები