ალექსანდრ ლუკიანჩენკო: დონეცკში სროლა შეწყდა

  დონეცკში სროლა შეწყდა, – ამ ინფორმაციას დონეცკის მერი ალექსანდრ ლუკიანჩენკო ავრცელებს.“დონეცკის საქალაქო საბჭო არ ადასტურებს ინფორმაციას სხვადასხვა რეგიონებში სროლის შესახებ.
ასევე არ დასტურდება ინფორმაცია შენობების დაკავების შესახებ”, – წერს დონეცკის მერი საკუთარ ვებგვერდზე.
უკრაინელი სამხედროები დონეცკში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიურ ფაზას ახორციელებენ. ისინი სრულად აკონტროლებენ დონეცკის აეროპორტს.
ამასთან, დონეცკის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილიდან დონეცკში რუსეთის დროშიანი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ტერორისტები გადაადგილდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები