მარნეულში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ი. მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისში მდებარე საძოვარზე 3 ძროხის მოპარვა სცადა, თუმცა, იგი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. სამართალდამცველებმა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნეს.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები