ადვოკატი: ხელისუფლებამ, სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მერაბიშვილის საქმე არ გადასინჯა

“იუსტიციის სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილებას იგნორირებას უკეთებს”, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტრო მთლიანად იგნორირებას უკეთებს სასამართლო გადაწყვეტილებას და შეგვიძლია ვთქვათ, მან ან არ განიხილა, ან განიხილა და, სავარაუდოდ, პასუხი იქნება უარყოფითი, რომელსაც, ალბათ, რამდენიმე დღეში შეგვატყობინებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მერაბიშვილის მიმართ გაცხოველებული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ეს ადამიანი პოლიტიკური პატიმარია. ველოდებით ივნისში მინისტერიალს და წარვადგენთ დოკუმენტებს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, საქმე არ გადასინჯა“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები