სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ცენტრალური ავტომაგისტრალი 30 წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები