სლავიანსკში ტერორისტებმა სკოლას ცეცხლი გაუხსნეს
დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ტერორისტებმა სკოლას ცეცხლი გაუხსნეს.
“ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოწინააღმდეგეებს, მაგრამ იღუპება ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა. შეიარაღებული ტერორისტების მოწინააღმდეგე სლავიანსკის მშვიდობიანი მოსახლეობაა”, – წერს ფეისბუქის გვერდზე ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერი ვლადისლავ სელეზნიოი.
მისივე თქმით, ტერორისტებმა სკოლის გარდა, ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ კვარტლებს. სელეზნიოვის განცხადებით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაშიც არიან დაშავებულები.