ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველომ განვითარების ახალი, განათლებაზე გამავალი ტრაექტორია აირჩია

ეს ის გზაა, რომელიც თავის დროზე დღევანდელმა წარმატებულმა ქვეყნებმა აირჩიეს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, ძლიერი განათლება ძლიერი ეკონომიკის საფუძველია.

„მთლიანი შიდა პროდუქტის 6 და ბიუჯეტის 25 პროცენტი ის მაჩვენებელია, რომელსაც 10-15 წლის პერსპექტივაში საქართველოს თავისი ადამიანური კაპიტალით წამყვან ათეულში გაიყვანს. მსგავს გარდამტეხ მოვლენას ავტომატურად მსოფლიოს ინოვაციური, მრავალმილიარდიანი კომპანიების საქართველოში დაფუძნება და ქვეყნის სოციალური მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება მოჰყვება. ეს არის პრაქტიკა, რომელიც გაიარა ისრაელმა, იაპონიამ, ესტონეთმა და მრავალმა სხვა წარმატებულმა ქვეყანამ.

ძლიერი განათლება ძლიერი ეკონომიკის საფუძველია, ამიტომ ამ მიმართულებით სოლიდური რესურსის გამოყოფა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განათლების სფეროს დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს.

მისი თქმით, მთავრობის მიერ განათლების სფერო პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული და ახალი ინიციატივაც სწორედ ამ კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები