თამარ ტალიაშვილმა სტრასბურში სიტყვით გამოსვლისას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიმართა

ათეა-სა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცერეზიდენტმა, თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს კონგრესის 36-ე სესიაზე განცხადება გააკეთა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს მიმართა.

„ნება მიბოძეთ, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოსა და კონგრესს, საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისა და განგრძობადი წნეხისა, ჩვენ, ქართველი ხალხი უკომპრომისოდ ვაგრძელებთ ჩვენს ევროპულ გზაზე წინსვლას, ვრჩებით რა ერთგულნი საერთო ევროპული ღირებულებების, დემოკრატიის, სამართლიანობისა და თავისუფლებისა,” – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ათეა-ს ვიცეპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას 1990 წლიდან დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გატარებული სამხედრო მოქმედებების, მცოცავი ოკუპაციის შედეგებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მანვე ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაზე, დევნილთა საცხოვრებელ და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და მთავრობის სტრატეგიაზე ისაუბრა.

როგორც თამარ ტალიაშვილმა მიმართვისას აღნიშნა, ხელისუფლების ერთერთ უმთავრეს ამოცანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ, დევნილთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება წარმოადგენს.  ათეა-ს ვიცეპრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის, დევნილთა საცხოვრებელ და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და მთავრობის სტრატეგიაზე.

საქართველოს დელეგაციას, რომელიც სტრასბურგში 31 მარტს გაემგზავრა, თამარ ტალიაშვილთან ერთად, ათეა-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის საკრებულოების წევრები- ბექა დავითულიანი, ნინო ქავთარაძე და სევდია უგრეხელიძე, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი – ირაკლი ჭეიშვილი წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები