სესიაშვილი “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს: მთელი სახელმწიფოს ქონება საკუთარ აგარაკებად გქონდათ გადაქცეული
“თქვენი სლოგანი გახსოვთ, ხომ? საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ახლა ლაპარაკი შეგიძლიათ. ამას ვერ უარვყოფ, მაგრამ მინდა, თქვენი საქმეები გაგახსენოთ, რაზეც უნდა გემუშავათ”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს მიმართა.
სესიაშვილმა მათ “უსაქმურები” უწოდა. „თქვენს ფუნქციებს არ ასრულებდით, არც საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც ნდობის ჯგუფს ატარებდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით. თქვენი სლოგანი გახსოვთ, ხომ? საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ახლა ლაპარაკი შეგიძლიათ, ამას ვერ უარვყოფ, მაგრამ მინდა, თქვენი საქმეები გაგახსენოთ, რაზეც უნდა გემუშავათ. კორუფციით დავიწყოთ – 2012 წლამდე ვინ შეუშვებდა თავდაცვის სამინისტროში აუდიტს ხომ? მაშინდელი კონტროლის პალატა, ვინ გაბედავდა ხომ? თქვენ მიერ დანიშნული აუდიტის სამსახური დებს დასკვნას და ამბობს, გახარჯული 800 მილიონზე მიღება-ჩაბარების აქტი არ დასტურდება, ეს ერთი. მეორე, გახარჯულია 700 მილიონი. თეთრებს რომ ითვლიდით, აქ. 700 მილიონი არის ოფშორულ ზონებში გადარიცხული და არანაირი პროდუქცია ქვეყანაში არ შემოსულა. ესაა თქვენი რეალური სახე. ზოგიერთ საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უკვე დამდგარია, მათ შორის არიან როგორც დაპატიმრებულები, ისე – ძებნაში მყოფი პირები.35 მილიონი გაქვთ 2012 წელს დახარჯული საწვავსა და ავტომანქანების შეკეთებაზე. თან ერთეული წვრთნებია ჩატარებული. სად წავიდა, იცით, ბატონო გიგა ეგ 35 მილიონი? თქვენს საარჩევნო კამპანიაში წავიდა. მთელი სახელმწიფოს ქონება საკუთარ აგარაკებად გქონდათ გადაქცეული“, – მიმართა სესიაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის – გიგა ბოკერიას.