ევროკავშირის დაფინანსებით, შსს-ს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მიერ გახორციელებული პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საექსპეტო-კრიმინალისტიკური ახალი აღჭურვილობა მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს სპეციალური აღჭურვილობისა და კომპლექტაციის ორი მიკროავტობუსი გადმოეცა, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვულ-რადიაციული საფრთხეების აღმოჩენის, იდენტიფიცირებისა და გაზომვების სპეციალური ლაბორატორიულ სისტემებს მოიცავს.
აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, მოხდეს ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვულ-რადიაციული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შემცველი შემთხვევის ადგილის დათვალიერება და მტკიცებულებების ამოღება-დამუშავება. ასევე, აღჭურვილობა მოიცავს სპეციალურ ლაბორატორიულ სისტემებს, სწრაფი იდენტიფიცირების ტესტებს, რადიაციის ფონის განმსაზღვრელ დოზიმეტრებსა და სხვა სპეციალურ საშუალებებს, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია აღნიშნული საფრთხეების აღმოჩენა და იდენტიფიცირება.
აღსანიშნია, რომ სპეციალურ მიკროავტობუსებში დამონტაჟებული ქიმიური და რადიაქტიული ნივთიერებების მაიდენტიფიცირებელი ხელსაწყოები საშუალებას იძლევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ შემთხვევის ადგილზევე ჩატარდეს პირველადი კვლევა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები