თბილისის მერის მოადგილე: საბიბლიოთეკო რეფორმის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი სამსახურს შეინარჩუნებს

„ჩვენ ვგეგმავთ თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკების მშენებლობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით გახორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ამჟამად, მიმდინარეობს რეფორმა და მის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი შეინარჩუნებს სამსახურს. გარდა ამისა, დაიწყება წიგნის საცავების მოწესრიგება, ხოლო მოგვიანებით – ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოები.
„რასაკვირველია, საუბარია წიგნადი ფონდების შევსებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ მედიათეკები მულტიფუნქციურია და მულტიმედიურია, წიგნი არის მთავარი და ჩვენი პრიორიტეტია, მკითხველთა რაოდენობა გავზარდოთ“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები