Google-ი თვითმართვად ავტომანქანას გამოუშვებს (ვიდეო)

ინტერნეტგიგანტმა Google-მა საკუთარი წარმოების თვითმართვადი ავტომანქანის გამოშვების შესახებ განაცხადა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, კომპიუტერიზებული სამართავი სისტემა გაცილებით უსაფრთხო იქნება.
ცნობილია, რომ Google უკვე დიდი ხანია მუშაობს ავტომანქანების კომპიუტერული მართვის სისტემებზე, თუმცა აქამდე ანალოგიური სისტემების ტესტირება სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ მოდელებზე ხდებოდა. დასაწყისისთვის კომპანია 100 თვითმართვადი ავტომანქანის გამოშვებას გეგმავს, რომლებსაც არ ექნებათ საჭე და მხოლოდ „სტარტ-სტოპ“ სისტემით იქნებიან აღჭურვილნი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=LmaURnxQW38&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები