პრემიერი: 2019-2022 წლებში, ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება

„2019-2022 წლებში, საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ექნება ბუნებრივ აირზე წვდომა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში აბონენტთა მთლიანი რაოდენობის, დაახლოებით, 85% იქნება გაზიფიცირებული. დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 210 მილიონ ლარს შეადგენს. „აღნიშნული ინვესტიციების გახორციელების შემდეგ, როდესაც 85-პროცენტიან ნიშნულს მივაღწევთ, საქართველო, გაზიფიცირების თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი იქნება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები