გარემოს ეროვნულ სააგენტოს თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ. როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, სააგენტოს სპეციალისტები მოსწავლეებს იმ ტექნოლოგიებზე ესაუბრნენ, რომელთა საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. ბავშვებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაეთვალიერებინათ და მათ შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები