ბათუმში ახალგაზრდა გარემოსდამცველების სემინარი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში „ახალგაზრდა გარემოსდამცველების“ 3-დღიანი სემინარი გაიმართა.
“ღონისძიება მშვიდობის კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა კოლხეთის ეროვნული პარკის მოხალისეებმა, ნორჩმა ელჩებმა და ეკობანაკების მონაწილე 20-მა ახალგაზრდამ მიიღო. სემინარის მონაწილეებმა სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინეს არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. პრეზენტაციის განმავლობაში მიმოიხილეს ის კარიერული შესაძლებლობები, რასაც გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ახალგაზრდებს სთავაზობენ”, – აცხადებენ სამინისტროში.
სემინარის პრაქტიკული ნაწილი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა, სადაც მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები