სოფო კილაძემ ახალგაზრდული კონფერენცია – „მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება” გახსნა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ახალგაზრდული კონფერენციის „მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება” მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
კონფერენციას, რომელიც პარლამენტში ააიპ „მდგრადი განვითარების ასოციაციის” ინიციატივით გაიმართა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უმასპინძლა.
სოფო კილაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ეთნიკური ნიშნით დევნაზე, რასაც ქართველები განიცდიან ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებსა და საოკუპაციო რეჟიმის პრორუსულ პოლიტიკაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს, ასევე, გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც სახელმწიფო როგორც საკანონმდებლო, ისე – აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე კონფლიქტის მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დგამს.
კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებში მთავარი აქცენტი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით სამოქალაქო ინტეგრაციასა და სახალხო დიპლომატიაზე გაკეთდა. კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე, აქცენტი სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკაზე გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები