დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – „ჰერონის“ არაერთგზის შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებული ა.ი. დამნაშავედ ცნო.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონოდ გასაღებისთვის ნასამართლევმა ა.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით – 0,6932 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 27 და 29 ივნისს თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ნაწილ-ნაწილ, 640 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე გაასაღა. სამართალდამცველებმა ა.ი. 2018 წლის 2 აგვისტოს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 11 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები