დედაქალაქში ხე-მცენარეების შეწამვლა დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში ხე-მცენარეების შეწამვლა დაიწყო. პირველ ეტაპზე, ჭადრის ხეების შეწამვლა მტკვრის ორივე სანაპიროზე გახორციელდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხეებს დაავადება ანთრაქნოზი გამოუვლინდა. პირველ ეტაპზე, სულ, 2140 ძირი ჭადრის ხე შეიწამლა.
წამლობა, პირველად, გახორციელდა იტალიური ბორდოს 3-პროცენტიანი ხსნარით, რომელიც, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანთრაქნოზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა მცენარეების კვირტების დაბერვის ფაზაში.
ჯამურად, შეიწამლება 6745 ჭადარი რუსთაველის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, რობაქიძის გამზირზე, წერეთლის გამზირზე, ბუშის ხიდიდან – აეროპორტამდე, მოსკოვის გამზირზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, შარტავას ქუჩაზე, ა. კალანდაძის ქუჩაზე, გ. ჭყონდიდელის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, დ. აღმაშენებლის გამზირზე, აგლაძის ქუჩაზე, კანდელაკის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩაზე, ც. დადიანის გამზირზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ქეთევან წამებულის გამზირზე.
სანიტარიული ღონისძიებები თბილისსა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარიული კვლევის შედეგებს დაეფუძნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები