ახალქალაქში უცნობმა პირებმა სამლოცველოში სიწმინდეები დააზიანეს (ფოტო)

ახალქალაქში უცნობი პირები, ვანდალიზმის მოტივით, სამლოცველოში შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს. სალოცავად მისულ მრევლს ხატები ძირს დაყრილი და დამტვრეული დახვდა. თვითმხილველების თქმით, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტს აქამდე ადგილი არ ჰქონია და ეს პირველი შემთხვევაა.
ხულგუმოსა და ბავრას სოფლების მოსახლეობა სამლოცველოში წლებია, ლოცულობს და ის მომხდარი ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.
“დილით მოსულებს სამლოცველო დარბეული, სიწმინდეები კი შელახული დაგვხვდა. ეს სამლოცველო ჩვენი სიწმინდეა, ხალხი აქ სალოცავად დადის, ისინი აქ ანთებენ სანთლებს და წირავენ ხატებს. უცნობმა ადამიანებმა კი ჩვენი სიწმინდე გაგვინადგურეს. არ ვიცით, რა უნდა ვქნათ”, – ამბობს “ჯეი ნიუსთან” სატელეფონო ინტერვიუში ერთ-ერთი თვითმხილველი.
ცნობისთვის, აღნიშნული სამლოცველო მე-13 საუკუნისაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები