დავით სერგეენკო: მთავარ პრობლემად წამლებზე ხელმისაწვდომობა რჩება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სერვისებით პაციენტთა კმაყოფილება გაიზარდა. თუმცა, მისივე განცხადებით, მთავარ პრობლემად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. ​როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა კომპლექსური საკითხია, რომელსაც შესაბამისი ფორმატის კვლევა სჭირდება. „ჯანდაცვის სისტემა ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ფასდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ. ჯანდაცვის სერვისებით პაციენტთა კმაყოფილება მაღალია. გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც შეძლო ექიმთან მისვლა და სერვისების მიღება, თუმცა, მთავარ პრობლემად რჩება წამლებთან, მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა. ასეთი მასშტაბის სისტემებს შესაბამისი ფორმატის კვლევა სჭირდება, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები