დავით სერგეენკო: დევნილთა მიერ შენობაში ძალისმიერი შეჭრა მართლა არ არის გამოსავალი

„ძალადობრივ გზას გამოსავალი და შედეგი არ ექნება“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ „დირსში“ დევნილების შეჭრასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, დევნილთა მიერ შენობაში ძალისმიერი შეჭრა მართლა არ არის გამოსავალი. ეს არ არის ის გზა, რომლის მიხედვითაც ადამიანები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან. „ერთადერთი გზა არის ის რიგითობა, რომლის დაცვის ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს. სხვანაირად, ერთ ჯერზე ორი მილიარდი დოლარი, უბრალოდ, არ გვაქვს ამისთვის. რიგითობა უნდა იყოს შეთანხმებული დევნილთა საზოგადოებასთან. ახლა, კონკრეტული პრობლემა არის ის, რომ დევნილების ნაწილს არ აკმაყოფილებს მეთოდოლოგია. რამდენჯერმე შევხდით მათ და ერთობლივად ვამუშავებთ ამ საკითხს. ძალადობრივ გზას გამოსავალი და შედეგი არ ექნება“, – განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ „დირსის“ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დევნილთა ნაწილი ისევ რჩება.
დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროსგან კონკრეტულ გარანტიას არ მიიღებენ, რომ ახლო მომავალში საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებენ. ისინი აცხადებენ, რომ საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილთა ნაწილი უკვე მეექვსე დღეა, შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები