ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის წარმომადგენელს – თეინ ლარსონს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს ასისტენტს სამართლის დარგში – მეთიუ ბოიდენს და აშშ-ის საელჩოს ატაშეს სამართლის დარგში – გიორგი ბერიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ამერიკელ სტუმრებს სამსახურის უფლებამოსილებისა და უწყების საქმიანობის პრიორიტეტული  მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების თანამედროვე მეთოდებზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისა და პროფესიული  თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფულის გათეთრების, ანტიკორუფციული და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივ ასპექტებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების საკითხებზე.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები   პროფესიული თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები