პეტრო პოროშენკო: ჩვენ ამ ომს დავასრულებთ

უკრაინის მომავალი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ანტიტერორისტული ოპერაციის აღდგენით კმაყოფილია.
“ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთით, როგორც იქნა, მართლა დაიწყო. ჩვენ დავასრულებთ ამ საშინელებას, სადაც ნამდვილი ომია გაჩაღებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”,- განაცხადა პოროშენკომ გერმანული გამომცელობისთვის მიცემულ ინტერვიუში.
პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობს და რეაგირება უნდა მოხდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციის მიზანია, სეპარატისტული ლიდერების დაკავება, რომლებიც სასამართლოს უნდა გადაეცნენ.
“არ შეიძლება დავუშვათ, რომ ტერორისტებმა კვლავ გააგრძელონ ხალხის გატაცება და დახოცვა, მათ შენობები დაიკავეს და წესები დაარღვიეს”,- აცხადებს პოროშენკო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთით ანტიტერორისტული ოპერაციები კვლავ განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები