2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, პოლიციამ 12 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შესახებ ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ბრიფინგზე ითქვა – ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ. ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისის სხვადასხვა მისამართებზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში აქვეყნებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ მიმდინარე წლის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პოლიციამ, მიმდინარე წელს, 12 კილოგრამამდე “ჰეროინი” ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცა.
„2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია: 12 კილოგრამამდე “ჰეროინი” , 980 აბი “სუბოტექსი” და “სუბოქსინი”, 2200 აბი “ექსტაზი” 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები