ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი მიმართულების დირექტორის მოადგილე დირკ ლორენსი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა და ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა.

სხდომაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური განვითარების, მეთევზეობისა და საზღვაო მმართველობის მიმართულებით საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი განიხილეს. საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები