დავით ბაქრაძე: ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები აღიარებაა იმ წვლილისა, რაც საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ის რომ საქართველო წარმოდგენილია ნატო-ს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დღის წესრიგში, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი.

,,ის რომ საქათველო წარმოდგენილია ნატოს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დღის წესრიგში, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე როგორც დაფასება იმ მნიშვნელოვანი წვლილისა, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით”,- განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ნატოს 70 წლისთავთან დაკავშირებით, ვაშინგტონში დაგეგმილ ღონისძიებებზე საქართველო აქტიურად არის წარმოდგენილი.

ამ კონტექსტშიელჩმა დადებითი შეფასება მისცა კონგრესში ნატო-ს თემაზე გამართულ შეხვედრაზე გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს, ასევე ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის შეხვედრებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობები, რომ საქართველოს მისწრაფება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებისა გააჟღეროსძალიან მაღალ დონეზე, ძლიან მაღალი დონით წარმოდგენილ კონფერენციაზე. ამასთანავე ღონისძიებები იმართება კონგრესში. მოსმენები, სადაც როგორც კონგრესმენების, ისე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ გვესმის ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილებისაქართველოს ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობები, რასაკვირველია აქამდეც, რომ ძალიან მაღალ დონეზე გვესაუბრა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. მოგვეპოვებინა მათი მკაფიო და მყარი მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინისტრს ექნება ამ დღეების განმავლობაში შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად მოვისმინოთ ის გზავნილები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას”-განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება სადაც შეხვედრებს მართავს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე მონაწილეობს ნატო-ს საკითხებზე ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები