დავით ზალკალიანი: ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ვაშინგტონში საქართველოს შესახებ ძალიან ხმამაღალი განცხადებები კეთდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში იმყოფება.

დავით ზალკალიანი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრებს მართავს და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან, ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.

მინისტრის განცხადებით უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო წარმოდგენილია ნატო-ს კონტექსტში ვაშინგტონში დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებში,რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს მნიშვნელობას. “საქართველოს შესახებ ხმა ძალიან მკაფიოდ გაისმის ვაშინგტონში.მოგეხსენებათ, რომ კონგრესში გაიმართა მოსმენა ნატოს საიუბილეო მინისტერიალთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს შესახებ იყო ძალიან მკაფიოსაუბარი ნატოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და იმის თვალსაზრისით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემადგენლობაში საქართველოც იქნება წარმოდგენილი და ჩვენ გვექნება საშუალება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დანატოს მოკავშირეებს ვესაუბროთ იმ პრიორიტეტებზე და პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით,”-განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვაშინგტონში პირველი შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობისშემსრულებელთან ევროპული და ევრაზიულ საკითხებში ფილიპ რიკერთან გამართა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულიპარტნიორობის ყველა ასპექტი.

მაღალი შეფასება მიეცა პარტნიორობის მაღალ და პოზიტიურ დინამიკას, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის შეხვედრებისა დავიზიტების სიხშირე, ასევე ის მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები, რაც ვაშინგტონიდან ისმის საქართველოს მიმართ.

,,დღევანდელ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც რუსეთისფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე, ჩვენს სამომავლო პერსპექტივებზე. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხრიდან აღინიშნა, რომ ამერიკისშეერთებული შტატები, ისე როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკურიმისწრაფებებისათვის, “-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი ვაშინგტონს 2019 წლის 2-5 აპრილს სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს საკითებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, დავით ზალკალიანი ნატოს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები