ხობში მომხდარ ავარიას 28 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში, 28 წლის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები