გია ვოლსკი: თუ რატომ დაუთმო უფასო რეკლამის გადაჭარბებული დრო ვაშაძეს “რუსთავი2-მა”, კომენტარის გარეშეც ნათელია

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება.
მისი თქმით, „რუსთავი2″ პარტიული ტელევიზიაა და მთავარ შეკითხვაზე პასუხი, თუ რატომ დაეთმო უფასო რეკლამის დიდი დრო გრიგოლ ვაშაძეს და ფასიანი რეკლამის ლომის წილი რატომ განთავსდა „რუსთავი2-ზე“, ეს კომენტარის გარეშეც ნათელია.

,,კვლევა საკმაოდ დამაფიქრებელია. სხვა ინფორმაციაა მიწოდებული შტაბებიდან და სხვა ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული „რუსთავი2-ს“, თუ რამდენი დახარჯა დეპუტატმა თავისი ფასიანი რეკლამისათვის. აქ საკმაოდ დიდია სხვაობები და, ალბათ, ამით უფრო დეტალურად დაინტერესებაა საჭირო. მთავარი შეკითხვა რომელიც ისმის, თუ რატომ აქვს უფასო რეკლამის ამდენი დრო დათმობილი გრიგოლ ვაშაძეს, ეს კომენტარის გარეშეც ნათელია. ეს არის პარტიული ტელევიზია და როგორც ყველაზე დიდი და გადაჭარბებით მიცემული დრო უფასო რეკლამისათვის, ასევე მთლიანად ფასიანი რეკლამის ლომის წილის „რუსთავი 2-ზე“ განთავსება, ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც დღეს თვალყურს ვადევნებთ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი ჯიბიდან ამოიღო თანხა და მეორე ჯიბეში ჩაიდო. უსამართლობასთან ერთად, აქ გარკვეული პოლიტიკური დასკვნების გაკეთებაც შეიძლება, რაც, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის და არა მარტო ქართული საზოგადოებისთვის საინტერესოა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები