გოგა ხაჩიძე: რა ბოროტია ვანო
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე, სოციალურ ქსელ Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„ ბატონო ვანო, მუხროვანში შეიარაღებული სამხედრო ამბოხია სახელმწიფოს წინააღმდეგ! სწრაფად თუ არ ვიმოქმედეთ, შეიძლება სერიოზულ ფართომასშტაბიან სისხლისღვრაში გადაიზარდოს! რა ვქნათ?! – ვაიმე რას ამბობთ, სისხლი არ გამაგონოთ… ახლა მთავარია, მშვიდად ვიყოთ, გავიღიმოთ, ყვავილები დავკრიფოთ, ერთმანეთს მოვეფეროთ. რა დროს ამბოხია, შეხედეთ რა მშვენიერი ამინდია, რა საამურად გალობენ ჩიტები. როგორ გამახალისეთ, ჩვენს სახელმწიფოში რა უნდა ამბოხს?! ჩვენ ხომ მხოლოდ გმირებისა და კეთილშობილი პატრიოტების ქვეყანა ვართ. მოეშვით, საქართველოში ყოველთვის ყველაფერი კარგად იყო და კარგად იქნება. მარტინი დამიმატეთ და მუსიკას აუწიეთ ოდნავ, დავტკბეთ ამ მშვენიერ და ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრებით….
რა ბოროტია ვანო, რატომ არ მოიქცა ასე, ხომ იქნებოდა ძალიან საყვარელი…“- წერს გოგა ხაჩიძე.