ტატო ხარჩილავა „ბლექ სი არენას“ დირექტორად დაინიშნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „ბლექ სი არენას“ დირექტორად ტატო ხარჩილავა დაინიშნა. მანამდე, აღნიშნულ თანამდებობას ანა კავლელიშვილი იკავებდა. შეგახსენებთ, რომ „ბლექ სი არენა“ 2016 წლის 31 ივლისს გაიხსნა. დარბაზი 10 000-მდე მაყურებელს იტევს. მისი მშენებლობა 2008 წელს, ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა, დაახლოებით, 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გაახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები