არჩილ თალაკვაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ყველა კითხვა იქნება მოხსნილი

“ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და ყველა კითხვა იქნება მოხსნილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ია კერზაიას გარდაცვალების საქმის თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული.
„გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და ყველა კითხვა იქნება მოხსნილი. რაც შეეხება პარლამენტს – პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენა დაუთმო ამ საკითხს და ამ საქმის გარშემო ყველა მნიშვნელოვანი კითხვა იყო ამ განხილვაზე დასმული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პარლამენტის ყურადღება საქმეზე მუდმივად არის და მოველით, რომ პროკურატურა ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვიდრე ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები