“გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „რუსთავი2“-ზე განათავსა”

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ტურში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ მხოლოდ „რუსთავი2-ის” ეთერში განათავსა, რომლის საერთო ღირებულებაც 1,060,017 ლარი იყო. მეორე ტურის ფარგლებში, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ვაშაძეს არცერთ სხვა ტელემაუწყებელში არ მიუტანია. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ გავრცელებულ კვლევაშია აღნიშნული.
“სალომე ზურაბიშვილის მიერ „რუსთავი2-ზე” მეორე ტურში განთავსებული ფასიანი რეკლამის ღირებულებამ 454,286 ლარი შეადგინა, ხოლო „ტელეიმედზე“ განთავსებული ფასიანი რეკლამის ღირებულება 730,445 ლარი იყო.
„ტელეიმედისა“ და „რუსთავი2-ის“ გარდა, მეორე ტურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შემდეგ სამაუწყებლო არხებზე განათავსა: „ტვ პირველი“, „მაესტრო“, GDS, „კავკასია“, ტელეკომპანია „დია“, „გურია“, „გურჯაანი“, „ოდიში“, „რიონი“, „თრიალეთი“, „ობიექტივი“, „ქვემო ქართლი“, „ტვ 25“, „პალიტრა News“, „ფარვანა“, „AG TV“, „მარნეული ტვ“, „თანამგზავრი“, „ტოკ ტვ“, „მეცხრე ტალღა“, რომლის ჯამური ღირებულება 1,195,916 ლარი იყო.

„რუსთავი2-ზე“ ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა – 4,589,869 ლარის, აქედან – 2,245,138 ლარის ფასიანი, ხოლო – 2,344,731 ლარის უფასო. დავით ბაქრაძემ ჯამში – 1,293,181ლარის რეკლამა განათავსა, აქედან – 354,926 ლარის ფასიანი, ხოლო – 938,255 ლარის უფასო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, „რუსთავი 2“-ზე, ჯამში, 1,229,971 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან – 1,090,012 ლარის ფასიანი, ხოლო – 139,959 ლარის უფასო.

„ტელეიმედში“ ყველაზე მეტი, 2,003,803 ლარის ღირებულების რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა მიიტანა, საიდანაც 1,632,908 ლარის – ფასიანი, ხოლო 370,895 ლარის უფასო რეკლამა იყო. დავით ბაქრაძემ „ტელეიმედზე“, ჯამში, 1,273,317 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან – 13 8,545 ლარი ფასიანი, ხოლო – 1,134,772 ლარი უფასო.
2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა. კომისიამ ანალიზი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე განახორციელა, რომლის წარმოდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ. უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისთვის იმ ღირებულების მინიჭებით განხორციელდა, რომელიც თავად მაუწყებლებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო პროგრამების მიხედვით ჰქონდათ დადგენილი”, – ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ანალიზი: http://www.gncc.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები